MVPSeed
ANIBANI
ანი ბანი არის ქართული საგანმანათლებლო აპლიკაცია 3-7 წლის ბავშვებისთვის.
ABOUT
ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ეკრანთან კონტაქტს და ყოველდღიურად მნიშვნელოვან დროს ატარებენ ციფრულ აუდიო-ვიდეო გარემოში, სადაც ხშირ შემთხვევაში პასიური მაყურებლების როლში არიან. ეს გამოცდილება იშვიათად უწყობს ხელს განვითარებას და შესაძლოა იწვევდეს გადაღლილობასა და გაღიზიანებას.
ანი ბანი არის ინტერაქციული საგანმანათლებლო თამაში, რომელშიც მთავარი გმირი - ბაჭია ანი - ბავშვებს მიუძღვება სასწავლო თავგადასავალში და ეხმარება სამყაროს აღმოჩენასა და ასაკის შესაბამისი უნარების განვითარებაში.
შემეცნებითი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ანი ბანი თამაშის პროცესში ხელს უწყობს კოგნიტურ, ენობრივ და მოტორულ უნარების გამომუშავებას.
გუნდი
ჩვენ ვართ ბავშვის ფსიქოლოგების, განათლების სპეციალისტების, დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდი, რომლებიც ერთად ვქმნით ბავშვებზე მორგებულ პროდუქტს.
Founder სალომე ბაღათურია Co-Founder მანჩო ელიზარაშვილი
COMMENTS 1
- MANANA ELIZARASHVILI20 Sep 2026▶️ გადმოწერე ანი ბანი: 🍎 App Store: https://apps.apple.com/us/app/ani-bani/id6770994265?platform=ipad 🤖 Google Play: https://play.google.com/store/apps/details?id=com.anibanikids.anibani




